ადამიანი თუ ინსტინქტი?!
ავტორი: ნუცა დოლიძე
თავი N1-ფსიქოლოგიური განხილვა
ძირითადი განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის მათთვის
სხვადასხვა პრიორიტეტული უნარებია: ადამიანისათვის, როგორც დედამიწის ყველაზე გონიერი
ცოცხალი არსებებისათვის (რაშიც ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება) პრიორიტეტულია აზროვნებისა
და მეტყველების უნარი, ამიტომაც გამოვირჩევით. ცხოველების მთავარი იარაღი კი ინსტიქტია,
თუმცა ზოგჯერ ეს უნარები ერთმანეთში აიხლართება ხოლმე და ადამიანს ინსტიქტთან გამკლავება
უწევს.
ფროიდი წერდა, რომ კაცობრიობის თავმოყვარეობისა და თვითვპატივისცემის
მიმართ სამი დარტყმა იქნა მიყენებული:
1) კოპერნიკის აღმოჩენით, რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი
2) დარვინის თეორიით ადამიანის აღმოჩენის შესახებ
3) იმის აღმოჩენით თუ რამდენად დიდ გავლენას ახნდენენ ჩვენზე არაცნობიერი ძალები
1) კოპერნიკის აღმოჩენით, რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი
2) დარვინის თეორიით ადამიანის აღმოჩენის შესახებ
3) იმის აღმოჩენით თუ რამდენად დიდ გავლენას ახნდენენ ჩვენზე არაცნობიერი ძალები
ფსიქიკურ ცხოვრებაში შეიძლება სამი დონე გამოვყოთ: ცნობიერი/წინაცნობიერ/არაცნობიერი.
„ჩვენ ფსიქიკურ პროცესს არაცნობიერს ვუწოდებთ და მისი არსებობა იძლებული ვართ ვაღიაროთ, მაგრამ არაფერი ვიცით მის შესახებ“-წერდა ფროიდი.
ადამიანი ენერგეტიკული სისტემაა , რომელიც წონასწორობისკენ მიისწრაფვის. ენერგიის ბლოკირება მაშინ ხდება, როდესაც ორგანიზმი რაღაც დანაკლისს განიცდის, ჩნდება მოთხოვნილება(მაგ. შიმშილი), ირღვევა წონასწორობა და ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შეივსოს დანაკლისი. ინსტიქტი არის თანდაყოლილი დისპოზიცია გარკვეული ქცევის მიმართ, რომელსაც აქვს ენერგია
„ჩვენ ფსიქიკურ პროცესს არაცნობიერს ვუწოდებთ და მისი არსებობა იძლებული ვართ ვაღიაროთ, მაგრამ არაფერი ვიცით მის შესახებ“-წერდა ფროიდი.
ადამიანი ენერგეტიკული სისტემაა , რომელიც წონასწორობისკენ მიისწრაფვის. ენერგიის ბლოკირება მაშინ ხდება, როდესაც ორგანიზმი რაღაც დანაკლისს განიცდის, ჩნდება მოთხოვნილება(მაგ. შიმშილი), ირღვევა წონასწორობა და ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შეივსოს დანაკლისი. ინსტიქტი არის თანდაყოლილი დისპოზიცია გარკვეული ქცევის მიმართ, რომელსაც აქვს ენერგია
ფსიქოლოგმა, მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვებიდან გამომდინარე
განავითარა თავისი თეორია-„სიკვდილის ინსტიქტი“-სიკვდილის მოთხოვნილება, რომელიც სიცოცხლის
ინსტიქტს უპირისპირდება.
ფროიდი გამოჰყოფს სუპერეგოს ორ ქვესისტემას – სინდისს და იდეალების ფორმირებას- ეგო-იდეალს. ეგო-იდეალი არის თვითობის იდეალური ხატი. ეს არის ნორმა ან სტანდარტი, რომელსაც ეგო იყენებს საკუთარი ქცევის შესაფასებლად და რომელსაც უნდა ესწრაფოდეს.
სინდისის სახით სუპერეგო ასრულებს ცნობიერების, ისევე როგორც არაცნობიერი პროცესების შეზღუდვების, აკრძალვებისა და აგრეთვე დადნაშაულების ფუნქციას. ქცევის სედეგის (სარგებლიანობის) მიუხედავად, სუპერეგო აკონტროლებს ეთანხმება თუ არა ინდივიდის მოქმედება საზოგადოების მორალურ ნორმებსა და ღირებულებებს. თუ პიროვნების ქცევა არ შეესაბამება სუპერეგოს მოთხოვნებს, ჩნდება დანაშაულის გრძნობა.
სუპერეგოს უკავშირდება სირცხვილის გრძნობაც. სირცხვილი არის დამცირების, უპატივცემულობის, გაკიცხვის მტკივნეული განცდა, გამოწვეული ადამიანისთვის შეუფერებელი საქციელით, რომელიც ნელ-ნელა სიკვდილის ინსტინქტში გადაიზრდება-აქედან გამომდინარე შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებთან -„ტრაგედია უგმიროთ“. მიუხედავად იმისა რომ ქალის სუპერ ეგო უფრო სუსტია, ვიდრე კაცის-მთავარმა პერსონაჟმა იმ სინანულის გამო, რომელიც სიცოცხლის ინსტინქტიტს ეყრდნობოდა(ამ შემთხვევაში შიმშილს), იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სიკვდილისადმი მიდრეკილებამ მას სძლია და თავი ჩამოიხრჩო. ამავე ნაწარმოებში დაისვა კითხვა-ვინ არის ადამიანი?!
სინდისის სახით სუპერეგო ასრულებს ცნობიერების, ისევე როგორც არაცნობიერი პროცესების შეზღუდვების, აკრძალვებისა და აგრეთვე დადნაშაულების ფუნქციას. ქცევის სედეგის (სარგებლიანობის) მიუხედავად, სუპერეგო აკონტროლებს ეთანხმება თუ არა ინდივიდის მოქმედება საზოგადოების მორალურ ნორმებსა და ღირებულებებს. თუ პიროვნების ქცევა არ შეესაბამება სუპერეგოს მოთხოვნებს, ჩნდება დანაშაულის გრძნობა.
სუპერეგოს უკავშირდება სირცხვილის გრძნობაც. სირცხვილი არის დამცირების, უპატივცემულობის, გაკიცხვის მტკივნეული განცდა, გამოწვეული ადამიანისთვის შეუფერებელი საქციელით, რომელიც ნელ-ნელა სიკვდილის ინსტინქტში გადაიზრდება-აქედან გამომდინარე შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებთან -„ტრაგედია უგმიროთ“. მიუხედავად იმისა რომ ქალის სუპერ ეგო უფრო სუსტია, ვიდრე კაცის-მთავარმა პერსონაჟმა იმ სინანულის გამო, რომელიც სიცოცხლის ინსტინქტიტს ეყრდნობოდა(ამ შემთხვევაში შიმშილს), იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სიკვდილისადმი მიდრეკილებამ მას სძლია და თავი ჩამოიხრჩო. ამავე ნაწარმოებში დაისვა კითხვა-ვინ არის ადამიანი?!
თავი N2-ვინ/რა
არის ადამიანი?!
ყველა კაცი ადამიანი არის თუ არა, ამის შესახებ კითხვა
ილია ჭავჭავაძემ დასვა-მის მიერ დახატული პიროვნებები-არამხოლოდ დარეჯანი და ლუარსაბი,
ცხოველური ინსტიქტით ცხოვრობდნენ, აღწერილია ისეთი კაცის ქმედებები, რომელსაც ცხოველიც
კი არ ჩადის და ჩნდება კითხვა-კაცია ადამიანი?! ინსტინქტი მართავს ადამიანს თუ ადამიანი
მართავს ინსტინქტს?! განვიხილოთ ნაწყვეტი რომანიდან „პიკნიკი გზის პირას“
„- დიახ.
და ყველაფერი ძალზედ კარგად იქნებოდა, რომ გვცოდნოდა თუ რა არის გონება.
- არ
ვიცით? - გიკვირვა ნუნანმა.
- თქვენ
წარმოიდგინეთ, არა. ჩვეულებრივ, ძალზედ გაცვეთილ განსაზღვრებას ეყრდნობიან: გონება
არის ადამიანის ისეთი თვისება, რომელიც მის ქცევას ცხოველის ქცევისგან
განასხვავებს. ეს, იცით, პატრონის ძაღლისგან გამიჯვნის ერთგვარი მცდელობაა,
რომელსაც თითქოსდა ყველაფერი ესმის, თქმა კი არ შეუძლია. თუმცა, ამ გაცვეთილი
განმარტებიდან უფრო გონებამახვილური განმარტებები გამომდინარეობს, რომლებიც
ადამიანის აღნიშნულ ქცევაზე დაკვირვების მწარე გამოცდილებას ეფუძნება. მაგალითად:
გონება ცოცხალი არსების არამიზანშეწონილად და არაბუნებრივად მოქმედების უნარია.
- ჰო,
ეს ჩვენზე უთქვამთ, ჩემზე, ჩემნაირებზე - დამწუხრებით დაეთანხმა ნუნანი.
- დასანანია.
ან თუნდაც, ვთქვათ, ჰიპოთეტური განსაზღვრება: გონება რთული ინსტინქტია, რომელიც
ჯერ სრულად არ ჩამოყალიბებულა. იგულისხმება, რომ ინსტინქტური ქცევა ყოველთვის
მიზანშეწონილი და ბუნებრივია. გავა მილიონი წელი, ინსტინქტი ჩამოყალიბდება და ჩვენ
შევწყვეტთ შეცდომების დაშვებას, რაც, ალბათ, გონების განუყოფელ თვისებას
წარმოადგენს. და მაშინ, თუ სამყაროში რაიმე შეიცვლება, ჩვენ უშფოთველად
ამოვწყდებით, - და კვლავ, სწორედაც იმიტომ, რომ შეცდომების დაშვებას ანუ
განსხვავებული, ხისტი პროგრამით გაუთვალისწინებელი ვარიანტების ცდას გადავეჩვიეთ.
- რაღაც
ისე გამოგდით ეს ყველაფერი... დამამცირებლად.
- გეთაყვა,
მაშინ კიდევ ერთი განსაზღვრება, ძალზედ ამაღლებული და კეთილშობილური: გონება არის
უნარი გარემოს ძალები ამავე გარემოს განადგურების გარეშე გამოიყენო.
ნუნანი შეიშმუშნა და
თავი გააქნია.
- არა,
- თქვა მან. - ეს ჩვენზე ვერ ითქმის... აბა, ამაზე რას იტყვით - რომ ადამიანი,
ცხოველისგან განსხვავებით, არის არსება, რომელიც ცოდნის დაუოკებელ მოთხოვნილებას
განიცდის? სადღაც წამიკითხავს ამის შესახებ.
- მეც, - თქვა
ვალენტინმა. - მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ადამიანი, ყოველ შემთხვევაში,
მასის ადამიანი, ის ვისაც თქვენ გულისხმობთ, როცა „ჩვენზე“ ან „სხვებზე“
ლაპარაკობთ, - თავის ამ ცოდნის მოთხოვნილებას ძალზედ ადვილად ლახავს. ჩემი აზრით,
ასეთი მოთხოვნილება საერთოდ არ არსებობს. არსებობს გაგების მოთხოვნილება, ამისთვის
კი ცოდნა საერთოდ არ გჭირდება. მაგალითად, ჰიპოთეზა ღმერთის შესახებ იძლევა ყოვლად
შეუდარებელ შესაძლებლობას აბსოლიტურად ყველაფრის გაგებისა აბსოლიტური უმეცრების
პირობებში... მიეცით ადამიანს სამყაროს უკიდურესად გამარტივებული სისტემა და
ნებისმიერი მოვლენა ამ გამარტივებული მოდელის საფუძველზე ახსენით. ასეთი მიდგომა
არანაირ ცოდნას არ მოითხოვს. რამდენიმე გაზეპირებულ ფორმულას დამატებული ეგრედწოდებული
ინტუიცია, ეგრედწოდებული კრიტიკული ჭკუამახვილობა და ეგრედწოდებული საღი აზრი.“
და
ვალენტინის თქმით ყველაფერი ეს „ეგრეთწოდებულია“, და არის კი სამაყრო ისეთი
როგორსაც ვხედავთ, თუ ეს ყველაფერი ჩვენი არაცნობიერის კიდევ ერთი საიდუმლოა?-ეგრეთწოდებული საღი აზრი,
ეგრეთწოდებული ინტუიცია, ეგრეთწოდებული სიყვარული-განა ეს ყველაფერი ეგრეთწოდებული
ინსტინქტი არაა? მაშასადამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანობა ინსტიქტის ერთ-ერთი
მხარეა.
ვალენტინის
სიტყვებს რომ დავეყრდნოთ, გამოდის რომ ინსტიქტი კი არ მართავს ადამიანს, ადამიანს
უნდა რომ მან მართოს... თავისთავად ის ადამიანის შინაგანი სამყაროა, რომელიც მის
ბუნებას ისევე კარგად ასახავს, როგორც ალკოჰოლი.
“მართალია,შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი,მაგრამ ყოველთვის უნდა დარჩე ადამიანად”-გოეთე
ფრაზასთან დაკავშირებით შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ნიკო
ლორთქიფანიძის ნაწარმოებთან-„ტრაგედია უგმიროთ“, ავიღოთ ნათლია, რომელმაც მიუხედავად
იმისა, რომ უჭირდა, მამას ნახევარი ჯამი ფქვილი მისცა, მაგრამ ვერ გახდა ნაწარმოების
გმირი-თუმცა იყო ადამიანი... ეს ის ფაქტორია, რომელიც ნებისმიერ ეპოქაში ფასობს-თუმცა
არა მხოლოდ მატერიალურით, არამედ დამოკიდებულებით ადამიანის მიმართ.
ადამიანობა-დამატებითი ღილაკისავითაა,ჩვენსცნობიერებაშია,რომელიც ცხოველისაგან განგვასხვავებს. და თუ არ გამოვიყენებთ
რა მოხდება? ცხოველზე ოდნავ გონიერი არსებები გავხდებით...
თავი N3-ადამიანი და ინსტინქტი ლიტერატურაში
საუკუნეების განმავლობაში, „ადამიანი“ ცდილობდა-ეძლია
სიკვდილის ინსტინქტისათვის, რაც თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულებამ, ან საქციელის
სინანულმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს იმდენად ძლიერი ფაქტორია, რომ სიცოცხლეს უპირისპირდება,
ანუ ემოციები ძლიერია. პარალელურად, საუკუნეების განმავლობაში, ბრძენები, ფსიქოლოგები,
პოეტები, მწერლები ცდილობდნენ ამოეცნოთ მიდრეკილებები სიკვდილისადმი და მისი „წამალი“
შეექმნათ. თუმცა, სიკვდილის ინსტინქტი-ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა საზოგადოების ისტორიაში.
შიში, შიმშილი, ცხოველის დონემდე დაცემა , საზოგადოების გადასხვაფერებას იწვევდა/იწვევს
და მასთან ბრძოლისათვის თითოეული გონიერი ადამიანი დაუზოგავად შრომობდა. ფსიქოლოგების
გარდა, მწერლები განსაკუთრებულად აქტიურობდნენ საზოგადოების მსოფლმხედველობის ამაღლებაში,
რაც ძალიან კარგად ჩანს ქართულ ლიტერატურაში.
განვიხილოთ ილია ჭავჭავაძის, ასე ვთქვათ სატირული
ნაწარმოები „კაცია, ადამიანი?!“:
"ვეფხისტყაოსნის"გმირი,ავთანდილი შეშინებულ ასმათს ასე აწყნარებს:"ეტყოდა,სულე,რამც
გიყავ,კაცი
ვარ,ადამიანი",რაც იმის
მიმანიშნებელია,რომ ადამიანი
კაციცაა და ადამიანიც,ანუ მასში
ინსტიქტებიცაა,მაგრამ სულიერი ფასეულობებიც,რის გამოც
შეიძლება ნდობა.
„სიყვარული“, ჭამა, სმა, სიზარმაცე, გულგრილობა-რა
შეიძლება დაარქვას კაცმა ამას?! საქმეც იმაშია, რომ კონკრეტულს ვერაფერს ვარქმევთ,
ეს მთლიანობაშია ადამიანობის გამორთვა... და რაზე ზრუნავს ცხოველი?-ის ზრუნავს შვილზე,
ზრუნავს იმაზე რომ იცოცხლოს და საერთოდ არ ადარდებს ის არსება, რომელიც მოკლა-არსებითად
განსხვავება ლუარსაბსა და ცხოველს შორის არაა, გარდა იმისა რომ ლუარსაბი ლაპარაკობს.
ადამიანისათვის, რომლისთვისაც მთავარი მხოლოდ
მატერიალურია და არც ესაა მისთის მნიშვნელოვანი, რა შეიძლება იყოს ღირებული?! ჭამა?
ილიამაც სწორედ ის დაგვანახა, რომ სამყარო, რომელიც სავსეა ხალხით, უემოციო სახით,
უბრალოდ არსებობენ... ისევე როგორც ცხოველები-მაშ რა განსხვავებაა ჩენს შორის?! ცხოვრება
ტყუილში ბევრად უფრო მტკივნეულია საბოლოო ჯამში, ვიდრე მწარე სიმართლეში ცხოვრება-არ
უნდოდა ლუარსაბს სიმართლის გაგონება-ის ხომ ტაძარშიც დადიოდა და პურის დავარდნაც კი
ცოდვაც მიაჩნდა, „უცოდველი“ იყო ჩვენი ლუარსაბი... მიდრეკილება ჭამისადმი, სმისადმი,
ფულისადმი-გამოდის ლუარსაბი და დარეჯანი ინსტიქტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. თავდაპირველ
შესავალში ილიამ ხომ ისინი ლაფში ამოთხვრილები ნახა-სადაც გარჩევა შეუძლებელი იყო ამ
არსების.
აი რაც შეეხება ნიკო ლორთქიფანიძეს, შეიძლება
ითქვას, ამ პრობლემას მის თითქმის ყველა ნაწარმოებში ვხვდებით. თვალსაჩინოებისთვის
ავიღოთ „დადიანის ასული და მათხოვარი“. ასულმა მათხპვარი გადაარჩია, შემდეგ კი მარგალიტებით
თამაშიც მობეზრდა. გამოდის ყველა კაცი ადამიანად იბადება, შემდეგ კი იცვლება.. თუმცა
მათხოვარი არ შეცვლილა-ისევ ისეთი კეთილი გული ჰქონდა ასულთან სტუმრობისას-წლების წინ
გადახდილი ვალი მოიხადა, მაგრამ არა იმასთან ვინც გადაარჩინა... ამ ნაწარმოებში ვხდებით
ადამიანის ორ პროტოტიპს-რომელიც არსებობს და რომელიც გაჭირვების მიუხედავად ადამიანია,
რომელიც ინსტინტებითაა შეპყრობილი და რომელიც ამ ხნის განმავლობაში ადამიანური ვალის გადახდაზე ფიქრობდა. თურმე
ყველაფერი მატერიალურიც მოსაწყენი ხდება ოდესღაც... ისევე, როგორც ილიას-მათხოვარსაც დასცინოდნენ და
ლაფს ესროდნენ, თუმცა აქაც ხვდებოდათ გულზე ის მწარე განცდა, რომელიც არაადამიანობით
იყო გამოწვეული..
„ოდიშის სხვადასხვა კუთხეში კიდევ დიდხანს
ისმოდა მათხოვრის სიტყვები: „მოიღეთ მოწყალება“, „განიკითხეთ საპყარი“, მაგრამ, როცა
მუსაიფში ჩაებმოდა, იგი დინჯად ამბობდა: „გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ
თოფს ფასი ეკარგება; ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან, იმერეთის
მეფობას არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი. დადიანის სასახლე ათას ფაცხაში
არ გაიცვლება; ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა
შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ
ერთი.
ადამიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი
და არც ნაკლები“.
ბრბოს ეს სიტყვები აკვირვებდა, აცინებდა
და თან მალამოთ ხვდებოდა დაბეჩავებულ გულზე. “
ნიკო ლორთქიფანიძე, ნაწარმოებში „ტრაგედია უგმიროთ“,
ასახავს პატარა ადამიანის ცხოვრებას, სიზამაცეს,
შიმშილს, სინანულს.. ყველაფერს „ადამიანურს“, ამბავს, რომელსაც გმირი არ ჰყავს....
თითქოს მტკივნეულს სიზმარს გვანახებს, შავ-თეთრი გამოსახულებით, მტირალი ბავშვებით...
ავტორი ნაწარმოებს ოთხ ნაწილად ყოფს:
1.
პერსონაჟის
სიზარმაცე, ნათლიის გულითადობა
2.
შიმშილის
ინსტინქტი, აღგზნება და ატირებული ბავშვები
3.
სიკვდილის
ინსტინქტი
4.
ტრაგედია
უგმიროდ
პირველ ნაწილში ვხედავთ კიდეც, რომ ის ბავშვებზე ოდნავ
მაინც ზრუნავს, არსებობის საშუალებას აძლევს მათ, თუმცა მეორე ნაწილში უკვე აშკრად
ჩანს, რომ ჭადის სუნმა, გონება გაუთიშა, ადამიანობის ღილაკი დროებით გაანადგურა და
ცხოველურ ინსტინქტს დაუთმო გზა:
„ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...
მეორე ლუკმა...
სწვავდა ენას და მაინც სჭამდა.
ბავშები შემოვარდენ.
- მომეცი, მამა!..
- მეც!..
- გადით, თქვე გასაწყვეტლებო!
- მამა, მამა!!..
- მამა, ერთი ლუკმა!
ბავშები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:
- მამა, გვაჭამე!
ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა... გადავიდა ტევრში... მიწვა... კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული, მთვლემარი.“
მეორე ლუკმა...
სწვავდა ენას და მაინც სჭამდა.
ბავშები შემოვარდენ.
- მომეცი, მამა!..
- მეც!..
- გადით, თქვე გასაწყვეტლებო!
- მამა, მამა!!..
- მამა, ერთი ლუკმა!
ბავშები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:
- მამა, გვაჭამე!
ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა... გადავიდა ტევრში... მიწვა... კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული, მთვლემარი.“
შვილმა-„არ
გაგამხელო“, ნუთუ მამას დაემსგავსა?! დანაშაულის გრძნობამ მასში იმდენად იმეტა,
რომ სიცოცხლის სურვილის გაუქრა, სულიერად დამძიმდა, შინაგანმა ეგომ უბიძგა მას
ვენახისკენ და...
მამა
თავს იკლავს არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველყოფილს, ბნელს, ცხოველურ ინსტინქტს ვერ
მოერია, არამედ მან იგრძნო იმ პასუხისმგებლობის უქონლობა, რაც მშობელს უნდა
გააჩნდეს.გავიხსენოთ, რომ უპატიებელი შეცდომის აღქმის შემდეგ, ის მიდი მძინარე,
საწყალ ბავშვებთან,მიუწვება და აცნობიერებს რაც ჩაიდინა, მაგრამ ეს სინანული არ
ყოფილა თვითმკვლელობის მიზეზი, (წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავს საქციელის
გაცნობიერებისთანავე მოიკლავდა)სანამ...
ვფიქრობ
ეს ყველაფერი პირველი შვილის რეაქციასა და სიტყვებშია: „მამა, ცოტა იქნებ
დაგრჩა-მომეცი... მუცელი მტკივა-არ
გაგამხელ“.
მთავარი
და არსებითი ის არის, რომ მამის ცოდვამ, ბავშვის ცოდვა დაბადა-„არ გაგამხელო“.
მამა მიხვდა, რომ მისმა მძმე შეცდომამ უკვალოდ არ ჩაიარა, მისი სული ცახშობამ,
დაბნელებამ, შვილიც მსგავს გზაზე დააყენა. პატარამ შესაძლებლად საკუთარი
ინტერესისა თუ სურვილის დაკმაყოფილება სხვის ხარჯზე.(უკვე ბავშვის ცნობიერებაშ
ვხვდებით ცხოველურ ინსტინქტს, რაც უშუალოდ მამის საქციელიდან გამომდინარე მოხდა).
მამას
შეეძლო საკუთარი შეცდომის ტანა, მაგრამ ვეღად გადაძალა ის, რომ შვილის არასწორ
გზაზე დაყენებაში-წვილილი(თუნდაც უნებური) მან შეიტანა.
შემდგომ,
მხოლოდ ამის გაცნობიერება და ის თავს იკლავს. აქ უკვე ვაწყდებით ინსტინქტის
ყველაზე მძიმე ფორმას-სიკვდილისაკენ მიდრეკილებას. რომელიც როგორც ფროიდმა თქვა-სიცოცხლის
სურვილს ეწინააღმდეგება, რაც თავის თავზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა.
ნოველის
პათოსი მკაფიოდ გვიცხადებს-არაფერია ისეთი წუთისოფელში, რაც შეიძლება პიროვნულ
პასუხისმგებლობაზე უარის თქმის ნამდვილ მიზეზად იქცეს და ღვთისგან მონიჭებული
ადამიანური ბუნების ღალატი გაამართლოს. პიროვნული ღირსების საფუძველი ყოველთვის
„ადამიანშია“ და არა-მის გარეთ.
სხვა შედეგით დაასრულა
ნაწარმოები შიო არაგვისპირელმა, რომელმაც თითქმის იგივე სიტუაცია დაგვიხატა, მოშიმშილე
მეწისქვილე, მოშიმშილე წისქვილი, ცარიელი წყლის ხმა რომ გაისმის... ოჰო, რამდენი ფქვილი
ყოფილა! და გოგია აჭრიალებული ურმის ხმამ გამოარკვია, ოჯახი შიმშილობსო თქვა და ფქვილი
მოუტანა, ნუთუ ეს მართალია?! მართლა ესმის სანატრელი ხმა? ამასობაში ჩაეძინა კაცს.. და ჩვენი გოგიაც ცდუნების წინაშე
დადგა-ჯერ მოვიპარავო.. კუჭი უხმებოდა გოგია მეწისქვილეს, მოლანდებები, ჰალუცინაციები...
თითქოს ერთ მხარზე ანგელოზი ეჯდა, მეორეზე კი ეშმაკი... იქნებ მოვკლაო.. და ნელ-ნელა
შიმშილს სძლია, ადამიანობამ აჯობა ცხოველურ ინსტინქტს.
ახალი წლის ღამით
კლავს, იმ დროს როდესაც, წესით ყველა ბედნიერი უნდა იყოს... დაახლოებით იგივე განცდების
შემოტანა სურს შიოს მოცემულ მოთხრობაში.
აქ, ადამიანის სულის
ერთი მცირე, ვიწრო და სახიფათო ბილიკია ნაჩვენები, რომელზედაც სიარული პატიოსაც კაცს
უჭირს, განსაკუთრებით კი როდესაც უჭირს, კიდევ მეტი: არა მარტო უჭირს არამედ ეზიზღება
კიდეც, ამ საბედისწერო ბილიკზე სიარული, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება ადამიანის წმინდა
მოვალეობას. მაგრამ ადამიანუს ნებისყოფას მარტო მისი სურვილები როდი განსაზღვრავენ.
ხშირად ადამიანუს მოქმედება უნებლიეა-რაც გამოიხატა ორივე ნაწარმოებში, ეს გადაწყვეტილება
რაღაც იდუმალი, უცხო ძალების მოქმედების შედეგია, რასაც ფროიდი სუპერეგოს უწოდებს.
სწორედ ამ ძალას ადამიანისათვის ბევრჯერ უბიძგებია სახიფათო გზისაკენ, კაცის მკვლელობისაკენ,
მძიმე დანაშაულისაკენ. მაგრამ შიოს აზრით, ადამიანუს ბუნებაში ცოცხლობს სიკეთისადმი
მისწრაფების მაღალი გრძნობა, რომელიც ბორკავს იმავე ადამივე ადამიანში ძალებისგან აღძრულ
ბოროტ გრძნობებს(რასაც ვხედავთ გოგიას საბოლოო გადაწყვეტილებაში). ცოცხლობს სიკეთისადმი
მისწრაფების მაღალი გრძნობა, რომელიც ბორკავს იმავე ადამიანში გარეგანი ძალებისაგან
აღძრულ ბოროტ გრძნობებს და ადამიანს ამ გრძნობის პრაქტიკულად განხორციელების საშუალებას
არ აძლევს.
ეს
მძიმე გზა გაიარა მეწისქვილე გოგიამაც. ოდესღაც მისი წისქვილის ეზო სავსე იყო ხორბლით
დატვირთული ურმებით, მაგრამ მოუსავლიანობამ და გადასახადებმა სოფელი დაამშია.
დიდი ხანია აღარ სმენია წისქვილის
ხმა. ეს ხმა მასში ყოველთვის აღვიძებდა ასოციაციებს სოფლის ცხოვრებაზე,
ღარიბ გლეხკაცობაზე, მეზობლებზე, საკუთარ ოჯახზე, თავის კაცურ
კაცობაზე. წისქვილის ხმა შეწყდა და თითქოს გოგიამაც შეწყვიტა ქვეყანაზე
ფიქრი. მხოლოდ საკუთარი თავი გაუხდა საფიქრებელი. ერთი პეშვი ფქვილიც
არა აქვს, რომ ცოლ-შვილი გამოკვებოს. გაჭირვება ყელში სწვდა გოგიას და,
როცა ის ამ გაჭირვებას უნდა დაეხრჩო, უცბად წისქვილში ფეხი შემოდგა მისმა
მეზობელმა გლეხმა, რომელსაც ზურგზე ეკიდა საფქვავი. მეზობელმა გოგია
გააფრთხილა, რომ თუ მალე არ ჩამომიფქვავ ხორბალს და უმალ არ
მივაშველებ დამშიებულ ოჯახს, შიმშილი ცოლ-შვილს გამიწვყვეტსო.
გოგიამ წყალი მიუგდო ღარს და წისქვილმა მუშაობა დაიწყო. წისქვილის
სარეკელას ხმამ კვლავ გამოაფხიზლა გოგია და იგი ქვეყნისადმი სიკეთით
განიმსჭვალა. გოგია შედის წისქვილში და ხედავს, რომ მის მეზობელს
ჩასძინებია. გოგიას სურს მინდი აიღოს, თანახმად წესისა, მაგრამ ხელები
დაბლა ჩამოუვარდება, ისედაც მცირე საფქვავს არ უნდა მოაკლოს ფქვილი. ამ
დროს რაღაც იდუმალი ხმა ყურში ჩასჩურჩულებს: “მიდი და მოჰკალიო”.
გოგია ძალას იკრებს და თავის გონებიდან სდევნის ბოროტ აზრს. მაგრამ
იდუმალი ხმა კვლავ მეორდება. ის მოაგონებს გოგიას საკუთარ გაჭირვებას,
ოჯახის შიმშილით დაღუპვას. გოგიაც თითქოს დაემორჩილა ბოროტ ხმას,
რომელიც ცულისაკენ მიუთითებს. გოგიამაც ხელი მოჰკიდა ცულს და
აღმართა კიდეც მეზობლის მოსაკლავად, რომ ელვის სისწრაფით მის
მეხსიერებაში აღსდგა მეზობლის სიტყვები. ცოლ-შვილი შიმშილით
მეღუპებაო. გოგიას ცული მაშინვე ხელიდან გაუვარდა, მძინარე მეზობელი
გააღვიძა და ფქვილი ოჯახში გაატანა.
ძნელია ცნებების ენაზე იმის გადმოცემა, რასაც სიტვის ოსტატი
ემოციების აღძვრის საშუალებით იძლევა; წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად
მოვახერხებდით იმის გაანალიზებას, თუ რა ძალამ ააღებინა ცული
პატიოსნებით სავსე გოგია მეწისქვილეს, მასავით პატიოსანი, ღარიბი გლეხის
მოსაკლავად? შევიცნობდით იმასაც, თუ რა ძალამ გააგდებინა ხელიდან
აღმართული ცული და როგორ იხსნა საკუთარი თავი ამ ცდუნებისაგან.
როგორც გოეთე იტყოდა-გმირი
ვერ იქნება ყველა, მაგრამ ყველას შეუძლია იყოს ადამიანი.
თავი
N4-დასკვნა
ინსტინქტები ადამიანის
ნაწილია-თუ რამე ძალა მოქმედებს მასე, ის ადამიანშია და არა მის გარეთ, ეს მის გონებაშია
და სინამდვილეში, როდესაც გვგონია, რომ რაიმეს უნებლიედ ვაკეთებთ- არაცნობიერს უკვე
ყველაფერი გააზრებული აქვს და არც წინაცნობიერის გავლით, არც ცნობიერის გავლით, ადამიანის
პირდაპირ მოქმედებაზე გადადის-სწორედ ამგვარ მოქმედებას შეიძლება დავარქვათ ინსტინქტი.
საუკუნეების განმავლობაში ინსტინქტი ადამიანის ნაწილი იყო-შეიძლება ითქვას გონება ინსტინქტს
ეკუთვნის. ცხოველურ ზემოქმედებას რამდენად გაუმკლავდება ადამიანი, ეს უკვე მის ფსიქიკაზე
და შეგენბაზეა დამოკიდებული, მაგრამ რამდენად გავთიშავთ გონებას ცნობიერებისაგან-ამას
უკვე ჩვენ ვწყვეტთ. ყოველ ეპოქაში ცდილობდნენ შეესწავლათ და ჩამოეშორებინათ ადამიანის
ცხოველური ქცევა, რომელმაც შეიძლება გულის სასწორზე ბუმბული ბევრად გადაწონოს. ზღვარი
ადამიანსა და სხვა არსებებს შორის სწორედ ესაა და ყოველთვის იყო, ხოლო იქნება თუ არა-ეს
უკვე ადამიანის მომავალ მსოფლმხედველობაზე, ცნობიერებაზე და შეგნებაზეა დამოკიდებული.
No comments:
Post a Comment